ჩვენი სკოლის შესახებ

თანადგომა, თანამშრომლობა, პასუხისმგებლობა, მიზანდასახულობა, კრიტიკული აზროვნება, ტოლერანტობა, ის თვისებებია რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე ახალგაზრდა.

ელ. ფოსტა: stcolex@yahoo.fr

მისამართი: ფალიაშვილის N 42

(995 32) 23 37 12

ქრონიკა

1993

  • იწყება პროექტის „ფრანგული ტიპის სკოლა საქართველოში“ განხორციელება. პროექტის მიზანია  ქართული და ფრანგული თანამედროვე პედაგოგიური მიღწევების გონივრული შერწყმა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი ახალგაზრდების მობილურობისათვის ხელის შეწყობა. ახალი ტიპის სასწავლებლი დაფეუძნა სელესტენ ფრენეს „თანამშრომლობისა“ და ოვიდ დეკროლის „უკიდეგანო სკოლის“ პრინციპებს.
  • სკოლა გაიხსნა „სფემას“ (საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოაციაცია) ეგიდით, როგორც „პედაგოგიური ინოვაციების სკოლა“ საქართველოში.

 

  • „ძვირფასო იზა, მივესალმები თქვენს შესანიშნავ იდეას ფრანგული სკოლის შექმნას დედაქალაქის შუაგულში, შემოქმედებითი, ინტელექტუალური და კულტურული ელიტის წიაღში. დაე უმრავლოს საფრანგეთსა და ფრანკოფონიას თქვენისთანა ერთგული და აქტიური ,,ელჩები.” ჟან სუია, ფრანგული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი.  

 

1994

  • ვინაიდან სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, ქ-ნი იზა ჯინჯიხაძე, აცნობიერებს იმას რომ, ინგლისური ენის საყოველთაო ექსპანსიის პირობებში  ახალი სკოლა მხოლოდ ფრანგული ენით ვერ მიიზიდავდა საზოგადოებას, იგი თავის თანამოაზრეებთან, დ. ფექრიშვილთან, ი.კოჩინაშვილთან, გ. გომურაშვილთან და ნ.გულაშვილთან ერთად, ახორციელებს  სელესტენ ფრენეს „შრომისა და თანამშრომლობის პედაგოგიკის“ შერწყმას თანამედროვე  ფრანგულ პროექტთან „თეატრი სკოლაში“. ნოვატორთა ჯგუფი ქმნის ზოგადსაგანმანათლებლო და ესთეტიკური აღზრდის  ერთობლივ მიმზიდველ პაკეტს, რაც იზიდავს საზოგადოების ინტერესს.
  • გამოდის სკოლის ჟურნალი „მარცვლები“ პირველი ნომერი.
  • სკოლის საანგარიშო სპექტაკლს ესწრება საფრანგეთის პირველი ელჩი ბ-ნი ბერნარ ფასიე „აღფრთოვანებული ვარ თქვენი ქვეყნით, რომელმაც, მიუხედავად ისტორიული ტრაგიზმის, მსხვრევისა და სამოქალაქო ომის ცეცხლისა, მოიპოვა ძალა და დადგა აღორძინების გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არაჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეები იქნებიან საფრანგეთში და ევროპაში გაფრენილი „პირველი მერცხლები“ ( ბ-ნი ფასიე).

 

1995

  • სკოლას სტუმრობს საფრანგეთის ნაციონალური ასამბლეის სენატორი  ბ-ნი ბ.გოჩი.
  • სკოლა იღებს მონაწილეობას სფემა-ს მიერ ორგანიზებულ ფრანგული სიმღერის ფესტივალში.
  • ფრანგული ენის მასწავლებელთა პირველი სტაჟირება საფრანგეთში. საფრანგეთის საელჩოს მეშვეობით ქ.ვიშის საერთაშორისო პედაგოგიურ ცენტრში CAVILAM მიევლინებიან  სკოლის ფრანგული ენის სამი ახალგაზრდა მასწავლებელი.
  • საფრანგეთის საელჩოს კულტურის ატაშეს, ბ-ნი სერჟ ანდრიეს, პირველი ვიზიტი სკოლაში.
  • სკოლისათვის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის სახელის მინიჭება წარმატებული სპექტაკლისათვის „პატარა უფლისწული“.
  • სკოლის მონაწილეობა, გამოჩენილი ფრანგი ჟურნალისტის, ბერნარ პივოს ფილმში საქართველოზე. ბერნარ პივო:ძალიან ავღელდი, როდესაც მოვისმინე სენტ-ეგზიუპერის სკოლის პატარა მოსწავლის მიერ  ბრწყინვალე ფრანგულზე დეკლამირებული ლა ფონტენის იგავი „ყვავი და მელია“. ამავე სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული « Douce France » დიდხანს  იჟღერებს ჩემს მეხსიერებაში“.

 

1996

  • ფრანგ პედაგოგთა წყვილის, ბერნარ და პოლეტ დიუბერის, სამთვიანი მოღვაწეობა სკოლაში.
  • სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობა ფრანკოფონიის სახელმწიფო მდივნის ქ-ნი მარჯი სიუდრისათვის გამართულ ოფიციალურ მიღებაში. მარჯი სიუდრი: „მე ვიგრძენი ქართველებში არა მარტო დიდი ინტერესი, არამედ ფრანგული კულტურის დიდი ცოდნა. მშობლიურ ენას უწოდებენ „დედა ენას“, ეს ნიშნავს იმას რომ სწორედ დედის არჩევანზეა დამოკიდებული ის, თუ რომელ უცხო ენას ისწავლის მისი შვილი. დარწმუნებული ვარ, რომ ფრანგული ენა არასოდეს არ დაკარგავს თავის ადგილს ამ არჩევანში.“  
  • საფრანგეთის სენატის პრეზიდენტის, ბ-ნ რენე მონორის  ვიზიტი სკოლაში. რენე მონორი:მე მჯერა რომ ვიხილავ სენტ-ეგზიუპერის სკოლის მოსწავლეებს ჩემს „მომავლის პარკში“, რომელიც მდებარეობს ჩემს მშობლიურ ვიენის დეპარტამენტში. ვთვლი, რომ ჩვენ მეტისმეტად ვართ გამსჭვალულნი წარსულით. საჭიროა რომ ჩვენი და ჩვენი შვილების მზერა და გონება მივმართოთ მომავლისაკენ“.
  • ქ-ნი მარი-კლოდ მილერუ-რონდოს (ჯგუფის „იდეალ ლუაზირ“) სტუმრობა სკოლაში.
  • „მისიონ ლაიკის“ წარმომადგენლის, ქ-ნ მარი-სესილ რიბოს სტუმრობა სკოლაში.
  • TV-5 სიმღერის კონკურსში წარმატებული მონაწილეობა.
  • საფრანგეთის ელჩის ბ-ნ ბერნარ ფასიესა და საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა საქმეების თავმჯდომარის ბ-ნ დიუფურგის სტუმრობა სკოლაში და სკოლისათვის „კე დორსეს“ (საგარეო საქმეთა სამინისტროს) მედლის გადაცემა.
  • „სკოლის დირექტორის მონაწილეობა ტოკიოში ჩატარებულ ფრანგული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ფედერაციის IX კონგრესში, სადაც მან წარმოადგინა სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეების მიერ რ.ლაღიძის მუსიკაზე შექმნილი ვალსი. ტექსტს საფუძვლად დაედო TV-5 10 ტელეგადაცემის სახელწოდება.
  • საფრანგეთის საელჩოს კულტურის ატაშეს ბ-ნ სერჟ ანდრიეს ვიზიტი სკოლაში.
  • სკოლაში დიპლომატთა შვილების ჯგუფის შექმნა.

 

1997

  • სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბ-ნ ერვე დე შარეტის ოფიციალურ მიღებაში. ერვე დე შარეტი: აღფრთოვანებული ვარ იმ დაუღალავი შრომით, ბრძოლით და გზით, რომელიც გაიარეს ქართველებმა დამოუკიდებლობის მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ სენტ-ეგზიუპერის კურსდამთავრებულები იქნება ის პირველი თაობა, რომელიც განახორციელებს საქართველოს ინტეგრირებას ევროპაში“.
  • ქ.რუაიანის მერის, ბ-ნ ფილიპ მოსტისა და საქრთველოს ელჩის საფრანგეთში, ბ-ნ- გ.ჩოგოვაძის ვიზიტი სკოლაში ფ.მოსტი: „მე მეჯერა რომ სენტ-ეგზიუპერის სახელობის სკოლა, თავისი საუკეთესო საგანმანათლებლო და ესთეტიკური პროგრამით მიიზიდავს ევროპული ინსტიტუციების ყურადღებას და გახდება საერთაშორისო სკოლა“.
  • გუდაურში ალპური თხილამურების ზამთრის და საზაფხულო ბანაკის გახსნა
  • მონაწილეობა საერთაშორისო ქოლოქვიუმის „თეატრი სკოლაში“ მუშაობაში
  • სკოლის ფრანგული ენის მასწავლებლების სტაჟირება სტრასბურგის უნივერსიტეტში პროგრამოით „ადამიანის უფლებების ცოდნა სკოლებში“ და მოანაწილეობა „ადამიანის უფლებების საერთაშორისო ენციკლოპედიის“ შედგენაში.

 

1998

  • მოპატიჟება საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის „ლიონური შეხვედრები“ მუშაობაში.
  • ANRAT-თან  (სკოლებისა და უნივერსიტეტების თეატრების საერთაშორისო ასოციაციასთან) ფრანგი რეჟისორის ბერნარ მიუროს თანამშრომლობის დასაწყისი.
  • ფრანგული ენის მასწავლებელთა სტაჟირება ქ. ანტიბების საერთაშორისო პედაგოგიურ ცენტრში ალ.გარსია, (ცენტრის დირექტორი): „ვარ აღფრთოვანებული თქვენი მასწავლებელთა გუნდითს დონითა და ურთიერთობებით“.
  • მოსწავლეთა პირველი ლინგვისტურ-კულტურული პროგრამაში „მწვანე სკოლა“ დეპარტამენტ პა დე კალეში.
  • სასკოლო გაზეთის  „პატარა უფლისწული“ პირველი ნომრის გამოშვება.
  • საფრანგეთის მრჩევლის ეკონომიკის დარგში ბ-ნ ბერნარ სემერიას ვიზიტი სკოლაში.

 

1999             

  • საფრანგეთის ნაციონალური ასამბლეის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან ჯეკ ლანგთან ურთირთობების დასაწყისი.

 ჯეკ ლანგი: „თქვენი სკოლის წარმატებული ფუნქციონირება კიდევ უფრო ამტკიცებს ჩემს აზრს, იმის შესახებ რომ ფრანკოფონიას ჭირდება უპირველეს ყოვლისა ისეთი „პატარა ელჩები ადგილზე, როგორებიც არიან თქვენი აღსაზრდელები. აღფრთოვანებული ვარ „თქვენი მოღვაწეობითა და შემოქმედებით. გმადლობთ.“

სკოლაში სფემის შტაბ-ბინის გადატანა სკოლის კაფეტერიაში „პაასაჟი“, რომელიც გაიხსნა 1999 ოქტომბერში.

  • მოსწავლეთა მონაწილეობა TV-5 მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონკუირსში „ჩემი ქალაქის საგანძური“ და ამავე თმაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება
  • ახალგაზრდა ფრანგი სტაჟიორების მიერ ზეპირმეტყველების გაკვეთილების ჩატარება
    • მონტივილიეში ჩატარებული მხატვრული აფიშების ბავშვთა საერთაშორისო კონკურსში წარმატებული მონაწილეობა
    • ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტ ბ-ნ უგ-ალექსანდრე ტაროსთან ერთიან ზემოხსენებული ინსტიტუტისა და საგამოფენო დარბაზის სენტ-ეგზიუპერის სკოლის ბაზაზე დაარსების ერთობლივი პროექტის და მაკეტის სექმნა
    • საფრანგეთის ელჩის, ქ-ნ მირეი მიუსოს პირველი ვიზიტი სკოლაში

 

2000

  • სკოლის დამფუძნებლის და დირექტორის ქ-ნი იზა ჯინჯიხაძის დაჯილდოვება საფრანგეთის რესპუბლიკის ოდენით „აკადემიური პალმები“. საფრანგეთის ელჩი საართველოში, ქ-ნი მირეი მიუსო:

„ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ მივანიჭოთ საფრანგეთის მთავრობის მაღალი ჯილდო „აკადემიური პალმები“ პიროვნებას, რომელმაც, მოყოლებული ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან დაუღალავად იბრძოდა თანამედროვე მეთოდების დანერგვისათვის საქართველოში თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობით ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტის პოსტზე ქ-მა იზა ჯინჯიხაძემ შეიტანა უდიდესი წვლილი ქართული და ფრანგული კულტურების დიალოგში“.

  • სკოლის 6-ე კლასების წარმატებული მონაწილეობა TV-5-ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „წყალი - პოეტის ოცნება და ცრემლი და მეცნიერის წუხილი და საზრუნავი“.
  • კოლეჯის მოსწავლეების მიერ და მონაწილეობით გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი „თანამედროვეობა, სოლიდარობა, მრავალფეროვნება“. ფილმი ნაჩვენები იქნა საერთაშორისო ფედერაციის X კონგრესზე პარიზში და ქ. ნანტში გამართულ ევროსკოლების ფესტივალში დელეგაციას მეთაურობს სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელი და და საქართველოს ასოციაცია „ევროსკოლის“ პრეზიდენტი ზაზა თორია.
  • მონანჟის ლიცეუმთან ურთიერთობების დამყარება.
  • საფრანგეთის საელჩოს კულტურის ატაშეს ფრანსუა ლორანის პირველი ვიზიტი.
  • ფრანგული ენის გავრცელებისა და განათლების დარგში საფრანგეთის საელჩოს მრჩევლის ბ-ნ ივანე კაზაკოვის სკოლის კურირების დასაწყისი.
  • სკოლის ოთხი მასწავლებლის მიწვევა DELF-DALF-ის შეფასების კომისიაში.
  • მონაწილეობა საფრანგეთის საეჩოს მიერ ორგანიზებულ ფესტივალში „თეატრალური დღეები“.
  • ბ-ნ ჯეკ ლანგთან, ამჟამად საფრანგეთის განათლებისა და კულტურის  მინისტრთან ჯეკ ლანგი : „მოხიბლული ვარ თქვენი მოსწავლეების ნაკეთობებით და თქვენი დაუშრეტელი ენერგიითა და შემოქმედებითი მუხტით, რომელიც, იმედია, გადაეცემა თქვენს კოლეგებსა და მოსწავლეებს. სწორედ ასეთი პიროვნებები შეძლებენ გაახალგაზრდავებას, და ახალი შემოქმედებითი სულის ჩადგმას ჩვენს „ხანდაზმულ ევროპაში“.
  • სამხატვრო სტუდიის წარმატებული გამოფენა თანამედროვე ხელოვნების გალერეაში.

 

2001

  • საფრანგეთის საელჩოს ინიციატივით სკოლა ჩაერთო ევროპის ბილინგვური სწავლების ქსელში. სკოლაში შემოღებულ იქნა ისტორიის, გეოგრაფიის, მათემატიკისა და ბიოლოგიის სწავლება ფრანგულ ენაზე. ამ პროექტის ფარგლებში სკოლაში ჩამოდიან ბილინგვური ქსელის ექსპერტები: ბატონები ჯაკ კარდუ და კლოდ რონდო. ჯაკ კარდუ: „სენტ-ეგზიუპერის სახელობის კოლეჯის მოსწავლეებს გააჩნიათ ფრანგული ენის ცოდნის ის დონე, რომელიც საწინდარია ამ სკოლის საერთაშორისო ლიცეუმად გახდომისა და ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში წარმატებული ინტეგრირებისა“
  • SILC -ის (მოკლევადიანი კულტურულ-ლინგვისტური პროექტის დასაწყისი ქ. ბრეტინის და პარიზში.
  • კოლეჯის მასწავლებლების სტაჟირება ქ.სევრში (საერტაშორისო პედაგოგიურ ცენტრში)
  • სტუდენტთა გილდიის (Guilde Raid) მონაწილეობა კოლეჯის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ბანაკში.
  • საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ კოლნკურსში გამარჯვებული კოლეჯის მასწავლებლის ლევან გოგნიაშვილის პარიზში გაგზავნა. იუნესკოს მიერ დეკლარირებულ „მშვიდობის კულტურის“ პროგრამაში ჩართვა.
  • გამომცემლობა „კლე ინტერნასიონალის“ რეგიონალური დირექტორის ბ-ნ კლოდ კონინსკის ვიზიტი.
  • საფრანგეთის, ჰოლანდიის, გერმანიის, საქართველოსა და საბერძნეთის ერთობლივი ფილმის „იასონი კოლხეთში“-ის გადაღებაში მონაწილეობა.

 

2002

  • ბავშვთა და ახალგაზრდობის დრამატული ცენტრის ბატონ ივ მაიანსთან თანამშრომლობის დასწყისი. მონაწილეობა საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ თეატრალურ ფესტივალში.
  • ბერნარ მუჟე: „ოვაციამ ფეხზე ააყენა პედაგოგიური ინსტიტუტის მთელი დარბაზი, სადაც იმართებოდა თბილისის ფრანგულენოვანი სკოლების თეტრალური ფესტივალი. ეს დღე ფრანკოფონიის დიდი ზეიმი იყო ყოველ წელს სენტ-ეგზიუპერის  სკოლის სპექტაკლები იხვეწება ფორმით, შინაარსით, ხარისხით. ბავშვები თავიანთ როლებს ასრულებენ ისე ბუნებრივად და გააზრებულად, თითქოს სცენა გახდა მათი ყოველდღიურობის  ორგანული ნაწილი“.
  • კოლეჯ „პონ რუსოსთან“ (ქ.რეზი) ურთიერთობის დამყარება
  • კოლეჯის მოსწავლეების პირველი წარმატებული მონაწილეობა DELF-ის გამოცდებში.
  • ბილინგვური სწავლების გაგრძელება: ფრანგულ ენაზე ისწავლება მსოფლიოს ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა. შემოღებულ იქნა მაღალ კლასებში ფრანგულ ენაზე ხელოვნების ისტორიის სწავლება“ჩვენ დღევანდელ მასწავლებლებს არ გვაქვს იმაზე დიდი და დიადი ამიცანა, გარდა იმისა, რომ ინტელექტუალურად და ემოციურად მოვამზადოთ ახალგაზრდები იმ გლობალური ინფორმაციული ტალღებისათვის, რომელიც მათ ელის 2020 წელს რათა მათში არ წაიშალოს ადამიანური სული. მე ვფიქრობ, რომ ეს არ ემუქრება ქართველ ახალგაზრდებს მით უმეტეს, თბილისის სენტ-ეგზიუპერის აღსაზრდელებს. (ჯაკ კარდუ ბილინგვური სწავლების ექსპერტი)
  • კოლეჯის ჩართვა ფრანგულ-ქართული ინფორმატიკის საერთაშორისო ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში
  • იონის დეპარტამენტის საადმინისტრაციო საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ დე რენკურის და საქართველოს ელჩის საფრანგეთში გოჩა ჩოგოვაძის ვიზიტი სკოლაში
  • მივლინება ერევანში, სომხეთის ბილინგვური სექციების მუშაობის გაცნობისათვის

 

 

  • ჟ. ბატიუს, ბილინგვური სწავლების ექსპერტის ჩამოსვლა სკოლაში. ჟ. ბატიუ: „ეს პატარა მეზუზუნე სკა“  არის ფრანკოფონიის პლაცდარმი და კულტურული ელიტის აღზრდის კერა საქართველოში და, ვფიქრობ, ევროპაში.“საფრანგეთში დაბრუნებისას ბ-ნი ჯან ბატიუ დაწერს წიგნს საქართველოზე, რომლის ერთ თავს მიუძღვნის ჩვენს სკოლას.

 

2003

  • ათიწლისთავის აღნიშვნა, ოფიციალურ მიღებაზე და კონცერტზე მოწვეულები იყვნენ საფრანგეთის, შვეიცარიის და ბელგიის დიპლომატების მონაწილეობით.
  • კოლეჯის მასწავლებლების სტაჟირება ბეზანსონის პედაგოგიურ ცენტრში
  • წარმატებული მონაწილეობა საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ თეატრალურ კონკურსში „ოქროს ბატკანი“
  • მონაწილეობა ფრანგული სიმღერის ფესტივალში თბილისში
  • მონაწილეობა ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მანიფესტაციებში
  • „ხელოვნების ისტორიის“ შემოღება ფრანგულ ენაზე
  • ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს რეგიონალური დირექტორის  ბ-ნ ბერნარ ვანტომის ვიზიტი
  • უნუივერსიტეტი პარიზი 8 რექტორის ბ-ნ რენო ფაბრის ვიზიტი
  • ბელგიის კონსულის საქრთველოში ბ-ნ პიერ ორლოვის ვიზიტი
  • ბ-ნ რეჯის ჯენტეს, გაზეთ “La vie en Georgie” რედქტორის  და RFI-ს ჟურნალისტის ვიზიტი.
  • სამხატვრო სტუდიის წარმატებული გამოფენა თანამედროვე ხელოვნების გალერეაში

,,კოლეჯი 10 წლისაა’’

        ჩვენი მოსწავლეების ფრანგულენოვან ჟურნალ Caucasus -თან თანამშრომლობა

  • ჩვენი მოსწავლეების თანამშრომლობა ფრანგულენოვან ჟურნალთან „Bonjour“

 

2004

  • კოლეჯის პირველი გამოშვება. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა აბარებს ფრანგულენოვან ინფორმატიკის ინსტიტუტში, რომელიც დაარსდა 2002 წელს
  • საფრანგეთის ელჩის ბ-ნ  ფილიპ ლეფორის ვიზიტი
  • დიპლომატთა შვილების ჯგუფის ახალი სევსება, მათ შორის ინკლუზიური მოსწავლით
  • ურთიერთობის დამყარება ჟან მონეს სახელობის ლიცეუმთან
  • პირველი ადგილი  მინიჭება საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონკუირსში ჩვენი კოლეჯის მოსწავლისათვის. თიკო გოგლიძეს გამარჯვება  და მისი გამგზავრება პარიზში
  • მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსში „კლე ფონიში“.  
  • საქველმოქმედო  აქცია ზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში 
  • შიდა სასკოლო საფეხბურთო მატჩი 
  • შიდა სასკოლო საჭადრაკო ტურნირი 
  • SILC-ის  პროგრამაში მონაწილეობა (ბონდუფლი, პარიზი)
  • სამხატვრი სტუდიის წარმატებული გამოფენა გალერეა ,,ჰობი“

 


2005

 

  • ფრანკოფონული ინფორმატიკის ინსტიტუტის კოორდინატორის ქ-ნ კატრინ პიტიოს
  • და ქ.ნიმის სამთო სკოლის, საერთაშორისო ურთიერთოებების პასუხისმგებელის, ბ-ნ ფილიპ ვებერის ვიზიტი.
  • SILC-ის განახლებულ პროგრამაში მონაწილეობა
  • ფრენეს სემინარებში მონაწილეობა
  • საგნის „სამოქალაქო აღზრდა“ ფრანგულ ენაზე.
  • ბილინგვური სწავლების შემოფარგვლა მხოლოდ 2 საგნით, 85-ე სკოლასთან ერთობლივი პროექტის დახურვასთან დაკავშირებით
  • „თეატრალური თამაშების“ ახალი მიმართულების დამკვიდრება. „საინტერესოა, რომ მოსწავლეთა თეატრალური შემოქმედება ორგანულად არის ინტეგრირებული კოლეჯის აუცილებელ პროგრამაში, როგორც რელაქსაციისა და განტვირთვის გაკვეთილი, უფრო სწორედ როგორც „ესთეტიკური ინტერვალი ან ესთეტიკური დასაწყისი სასკოლო დღისა. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თეატრალური თამაშების დროს ჩამოყალიბებული ურთიერთობები გახდა მოქალაქეობრივი მენტალობისა და პასუხისმგებლობის საფუძველი. ჟ.ბატიუ, ბილინგვური სწავლების ექსპერტი.
  • წარმატებული მონაწილეობა საფრანგეთის საელჩოს მიერ ონგანიზებულ ტრადიციულ კონკურსებში.
  • საფრანგეთის ელჩის მრჩევლის ფაბიენ დრუტოლოზინსკის ვიზიტი.
  • მონაწილეობა საელჩოს მიერ ორგანიზებულ თეატრალურ ფესტივალში „ოქროს ბატკანი“. ჯილდო ნომინაციებში „პერსონაჟის განსახიერება, კოსტიუმები და დეკორაცია“.

                                                                                       

2006

  • SILC-ის პროგრამაში მონაწილეობა (ქ.ბონდუფლი)
  • მონაწილეობა ფრანკოფონიის კონკურსში „ახალგაზრდების რეპორტაჟები“
  • ახალი პედაგოგიკის მიმართულების ათვისება და დანერგვა
  • სასწავლო მაინტეგრირებელი საგნის „საგნის პერსონალიზაციის“ მეთოდის შემოღება.
  • „ზოგადი კულტურის’ პირველი ცდები.
  • იუნესკოს პროგრამის „მშვიდობის კულტურის“ პრინციპების ათვისება.
  • ქორეოგრაფიული სტუდიის წარმატებული გალა კონცერტი.
  • სახვითი ხელოვნების სტუდიის წარმატებული მონაწილეობა ევრო-კავშირის მიერ მოწყობილ გამოფენაში.
  • მუსიკალური განყოფილების ღია კონცერტი.
  • საფრანგეთის ელჩის ქ-ნ სალომე ზურაბიშვილის  და საელჩოს კორპუსის ვიზიტი.
  • რობერ შუმანის სახელობის ერთობლივი ევროსკოლის პროექტის წარდგენა საქ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

 

2007

  • ინტერკულტურული მეთოდიკის პირველი ცდები
  • ჟან აბიტურ პროგრამის დანერგვა.
  • საფრანგეთის კონკურსში მონაწილეობა და სკოლის მასწავლებლების გამარჯვება
  • SILC-ის  პროგრამის გაგრძელება (ბონდუფლი, პარიზი)
  • 4-ე გამოშვება. კურსდამთავრებულთა 95% წარმატებით აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს. გრანტები გადანაწილდა შემდეგნაირად:  100%-იანი გრანტი მიიღო 30%, 70%-იანი - 30%, 50%-იანი - 20%, და 30%- 20%.
  • საფრანგეთის საელჩოს მრჩევლის მეცნიერებისა და ეკონომიკის დარგში ქ-ნ ფაბიენ ლებიანის ვიზიტი.
  • რობერ შუმანის ევრო-სკოლის პროექტში მონაწილეობა. გაერთიანების სუბიექტები: მ. ბროსეს სახელობის ფრანგული სკოლა, გერმანული სკოლა „ანიცეტი“ და საბუნებისმეტყველო სკოლა.
  • საფრანგეთის ელჩის, ბ-ნ ერიკ ფურნიესა და კულტურისა და პედაგოგიურ თანამშრომლობის პასუხისმგებელის ბ-ნ ჟოელ ბასტონერის ვიზიტი.

2008

  • თორმეტწლიანი სწავლის შემოღება
  • რომენ როლანის სახელობის ქ.ერშტაინის (ალზასი) კოლეჯთან ურთიერთობების დამყარება
  • საფრანგეთის საელჩოს კონკურსებში წარმატებული მონაწილეობა
  • ფრანგული თამაშის „პეტანკა“ კლუბის შექმნა
  • საქართველოს პრეზიდენტის მიერ სკოლის 12  მოსწავლის კომპიუტერებით
  • დაჯილდოვება
  • ჟურნალ „ემიგრანტი რუსი მწერლების“ პირველი ნომრის გამოშვება
  • AUF-ის რეგიონალური დირექტორის ქ-ნ ლილიან რომაროზას ვიზიტი
  • საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ტურისტული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კონკურსში წარმატებული მონაწილეობა
  • სამხატვრო სტუდიის წარმატებული გამოფენა ელენე ახვლედიანის სახ. ბავშვთა გალერეაში ,, ჩვენი სტუდია 10 წლისაა“
  • სკოლის მასწავლებლის გამარჯვება საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონკურსში, საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიის მიღება და საფრანგეთში გამგზავრება

2009

  • 5-ე გამოშვება ( 6  მედალოსნი) 
  • ქ.ნანტის დელეგაცია, მერის მოადგილეს ქ-ნი მ.ვიოლენის მონაწილეობით 
  • SILC-ის  პროგრამის გაგრძელება (ბონდუფლი, პარიზი)
  • სკოლის ფრანგული ენის მასწავლებლების მონაწილეობა სფემა-ს მიერ ორგანიზებულ პედაგოგიურ სახელოსნოში ბ-ნი ბერნარ გრუალ ხელმძღვანელობით
  • ფრანგული ენის მასწავლებლის მმართველი კადერბის სტაჟირება პარიზში
  • ქართული პოეზიის საღამოს ჩატარება პარიზში
  • საფრნაგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონკურსებში წარმატებული მონაწილეობა
  • საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიით სკოლის ფრანგული ენის მასწავლებლის ერთწლიანი სტაჟირებით გაგზავნა პარიზში
  • სკოლის 10-ე კლასელების წარმატებული მონაწილეობა ფლორენციაში, ფონდ რონუალდოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში
  • მონაწილეობა სფემა-ს მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ახალგაზრდა ევროპელი“
  • სკოლის მოსწავლის ლუკა კალანდარიშვილის წარმატება ეილის უნივერსიტეტის გამოცდებში და სამადლობელიო სიგელის მოღება.
  • სამხატვრო სტუდიის წარმატებული გამოფენა ელენე ახვლედიანის სახ. ბავშვთა გალერეაში
  • კულტუროლოგიის შემოღება 10-11-ე  კლასებში

 

2010

  • 6-ე გამოშვება (5 მედალოსანი)
  • ფრანგული ენის სახელმწიფო ოლიმპიადაში მონაწილეობა - საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან ფულადი ჯილდოს მიღება
  • საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონკურსებში წარმატებული მონაწილეობა - პირველი პრიზი და სკოლის მოსწავლის გაგზავნა პარიზში
  • სკოლის მასწავლებლების წარმატებული მონაწილეობა საელჩოს კონკურსებში
  • პროექტის „ხელოვნება და ფრანგული ენა“ დასაწყისი. (ჯგუფის გამგზავრება პარიზსა და ჟივერნიში, ხელშეკრულების გაფორმება დეკორატიული ხელოვნების მუზეუმთან)
  • სკოლის დირექტორის მიერ შესრულებული ქართული პოეზიის თარგმანების პრეზენტაცია
  • ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეენში მონაწილეობა
  • მონაწილეობა სფემა-ს მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ახალგაზრდა ევროპელი“
  • მოსწავლეთატვის ინტელექტუალური თამაშები
  • სკოლის პედაგოგთა „მასტერკლასების“ დასაწყისი
  • კულტურის მედიატორების მომზადების დასაწყის
  • სამხატვრო სტუდიის წარმატებული გამოფენა გალერეა ,,უნივერსი“
  • „ზოგადი კულტურის“ სახელმძღვანელოს დასრულება
  • „კულტუროლოგია სკოლაში“ სახელმძღვანელოს მომზადება გამოცემისთვის.